ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელ შეხვედრაზე - თუ ისინი უკრაინის ბედს განიხილავენ, უკრაინელები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის დროს მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ, - Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონის თქმით, კარგია, რომ ტრამპი და პუტინი ხვდებიან „ორმხრივი დღის წესრიგის“ განსახილველად, თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინა მის მომავალთან დაკავშირებულ ნებისმიერ საუბარში ჩართული უნდა იყოს.

„თუ ისინი უკრაინის ბედს განიხილავენ, უკრაინელები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ. თუ ისინი ისეთ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებაზე გავლენას ახდენენ, ევროპელები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ“, - აღნიშნა მაკრონმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს უნგრეთში შეხვდება. ტრამპმა კონკრეტული თარიღი არ დაასახელა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს