CNN - მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და მის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შორის დაგეგმილი შეხვედრა დროებით გადაიდო, - ამის შესახებ CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ აღარ გაიმართება მიმდინარე კვირაში დაგეგმილი შეხვედრა, თუმცა ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუბიოს და ლავროვს განსხვავებული მოლოდინები აქვთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესაძლო დასრულების შესახებ.

საკითხთან დაკავშირებულმა წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ რუბიო-ლავროვის სატელეფონო საუბრის შემდეგ ოფიციალურმა პირებმა დაინახეს, რომ რუსეთის პოზიცია მაქსიმალისტური პოზიციის მიღმა საკმარისად არ განვითარებულა. წყაროს თქმით, რუბიომ და ლავროვმა, შესაძლოა, ამ კვირაში კვლავ ისაუბრონ.

შეგახსენებთ, სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ გუშინ ტელეფონით ისაუბრეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიომ ლავროვთან სატელეფონო საუბრისას „პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის 16 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის შემდგომი ნაბიჯები განიხილა“. „სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა მომავალი შეხვედრების მნიშვნელობას, როგორც შესაძლებლობას მოსკოვისა და ვაშინგტონისთვის, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად, რუსეთ-უკრაინის ომის მდგრადი გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით ითანამშრომლონ“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, კრემლმა სატელეფონო საუბარი „კონსტრუქციულ დისკუსიად“ შეაფასა, რომელიც ეხებოდა ტრამპისა და პუტინის მიერ სატელეფონო საუბრის დროს მიღწეული შეთანხმებების განხორციელების „შესაძლო კონკრეტულ ნაბიჯებს“.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა