საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გარემოს სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტის - გარემოს სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა. ­ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მიმართა.

თოდრაძის განცხადებით, გარემოს სტატისტიკის პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებით.

„პორტალზე მარტივად აღსაქმელი ფორმით, თავმოყრილია სტატისტიკური ინფორმაცია ჰაერის, ბიომრავალფეროვნების, წყლის, კლიმატის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს ეკონომიკური ანგარიშების, ნარჩენების და გარემოსთან დაკავშირებული სხვა მაჩვენებლების შესახებ. პორტალი მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ინტერაქტიული გრაფიკების და ვიზუალიზაციის თანამედროვე ელემენტების გამოყენებით, ქვეყანაში არსებული გარემოს და ბუნებრივი რესურსების შესახებ ინფორმაცია გაანალიზოს.

პორტალი შედგება ცხრა მოდულისგან. პირველი მოდული - ჰაერის ხარისხი - მოიცავს ინფორმაციას საქართველოში ჰაერის დაბინძურების, გაფრქვევებისა და ქალაქებში ჰაერის ხარისხის უახლესი ტენდენციების შესახებ. მეორე მოდულში - ბუნება და ბიომრავალფეროვნება - წარმოდგენილია ინფორმაცია დაცული ტერიტორიებსა და ტყესთან დაკავშირებით. მესამე მოდულში - წყლის რესურსები - მომხმარებელი იღებს ინფორმაციას წყლის რესურსების გამოყენების თაობაზე. მეოთხე მოდული - ტრანსპორტი - შედგება საქართველოს სამგზავრო და სატვირთო ტრანსპორტის ტენდენციების, ავტოპარკის განვითარებისა და ენერგოეფექტურობის მონიტორინგთან დაკავშირებული ინფორმაციისგან. მეხუთე მოდული - ენერგეტიკა - მომხმარებელს სთავაზობს ენერგიის მოხმარებისა და განახლებადი რესურსების შესახებ ინფორმაციას. მეექვსე მოდული - კლიმატი - ეხება ტემპერატურისა, ნალექების და სათბურის გაზების ემისიების ტენდენციებს. მეშვიდე მოდულში - გარემოს ეკონომიკური ანგარიშები - წარმოდგენილია მონაცემები საქართველოს მატერიალური რესურსების, მოხმარებისა და ვაჭრობის ტენდენციების შესახებ. მერვე მოდული - ნარჩენები - ასახავს სტატისტიკურ ინფორმაციას მუნიციპალური ნარჩენების შესახებ. რაც შეეხება ბოლო, მეცხრე მოდულს - სხვა - აქ წარმოდგენილია სასუქებისა და პესტიციდების მოხმარებისა და გამოყენების სტატისტიკა.

საქსტატის მიზანია აწარმოოს და საზოგადოებას შესთავაზოს მაღალი ხარისხის მონაცემები ისეთი ფორმით, რომელიც აადვილებს მის გამოყენებას და გააუმჯობესებს დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს ნებისმიერ დონეზე. გარემოს სტატისტიკის პორტალი ხელმისაწვდომია ბმულზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია