სესხი 25%-ით უკეთესი პირობით „სილქ ბანკში“ - მხოლოდ 21-23 ოქტომბერს

თუკი ახლო მომავალში სამომხმარებლო სესხის აღებას გეგმავთ, ახლა საუკეთესო დროა გადაწყვეტილების მისაღებად. 21-23 ოქტომბრის განმავლობაში სილქ ბანკში 25%-იანი ფასდაკლებაა სამომხმარებლო სესხზე, რაც ნიშნავს, რომ ამ დღეებში სესხის აღებას 25%-ით უკეთესი პირობით შეძლებთ.

ბევრს უჩნდება კითხვა — რას ნიშნავს ფასდაკლება სესხზე? სესხი არ არის ნივთი, რომლის ფასიც უბრალოდ მცირდება, ამიტომ „ფასდაკლება“ ამ შემთხვევაში ნიშნავს უფრო ხელსაყრელ პირობას - ფასდაკლება კეთდება წლიურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე, რაც საბოლოოდ მომხმარებლისთვის მნიშვნელოვნად ამცირებს სესხის მომსახურების საერთო ღირებულებას.

ეს შეთავაზება ყველას აძლევს შანსს, აიღოს სესხი სტანდარტულზე 25%-ით დაბალი საპროცენტო განაკვეთით: ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, სტანდარტული 18%-ის ნაცვლად, მხოლოდ 13.5%-იდან იწყება, ხოლო ეფექტური განაკვეთი — 21.3%-ის ნაცვლად, 15.9%-იდან.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სტანდარტულად თქვენი საკრედიტო ისტორიისა და გადამხდელუნარიანობის გათვალისწინებით სესხი გიმტკიცდებოდათ ეფექტურ 24%-ად, აქციის პერიოდში იგივე თანხას მიიღებთ ეფექტურ 18%-ად.

სწორედ ამიტომ 21-23 ოქტომბერი სილქ ბანკში განსაკუთრებული დღეებია მათთვის, ვინც გეგმავენ რემონტს, ნივთის შეძენას, მოგზაურობას და ა. შ. სესხის დახმარებით. ეს შეთავაზება დროებითია, სარგებელი კი — გრძელვადიანი.

გაინტერესებთ, რა საკრედიტო ლიმიტია თქვენთვის ხელმისაწვდომი სილქ ბანკში? შეგიძლიათ, მობაილბანკში რეგისტრაციის გარეშე, 1 წუთში შეამოწმოთ დადასტურებული ლიმიტი; სურვილის შემთხვევაში კი მობაილბანკიდან გაიაქტიუროთ.

შეთავაზება, რა თქმა უნდა, ძალაშია თვითდასაქმებულების სესხის შემთხვევაშიც. სილქ ბანკში არ აქვს მნიშვნელობა, როგორ იღებთ შემოსავალს, ხელზე თუ პირადი ჩარიცხვებით, სესხი ავტომატურად დადასტურდება მობაილბანკში, შეთავაზების ფარგლებში - კიდევ უკეთესი პირობით.

როგორ ისარგებლოთ შეთავაზებით?

  1. გადმოწერეთ სილქის მობაილბანკი
  2. შეავსეთ მარტივი განაცხადი
  3. მიიღეთ 25%-ით უკეთესი პირობა
  4. დაისვით თანხა ანგარიშზე მომენტალურად

ინფორმაციას „სილქ ბანკი“ ავრცელებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს