პოლონეთში დივერსიული აქტების მოწყობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს

პოლონეთში დივერსიული აქტების მოწყობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, - ინფორმაციას Reuters-ი პოლონეთის პრემიერ-მინისტრზე, დონალდ ტუსკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შიდა უსაფრთხოების სააგენტომ, სხვა სამსახურებთან თანამშრომლობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში რვა ადამიანი დააკავა, რომლებსაც ბრალი ედებათ დივერსიული აქტების მომზადებაში“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

პოლონეთის სპეციალურ სამსახურებზე პასუხისმგებელი მინისტრის, ტომაშ სიემონიაკის ცნობით, საქმე სამხედრო და კრიტიკული ობიექტების დაზვერვას ეხება.

„საქმე ეხება დივერსიული აქტების განსახორციელებლად საჭირო საშუალებების მომზადებასა და თავდასხმების განხორციელებას“, - აღნიშნა სიემონიაკმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება