აშშ-ის ფინანსთა მინისტრი - ევროპამ რუსეთზე „დიდი შვიდეულის“ ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაში ინიციატივა უნდა აიღოს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ევროპამ რუსეთზე „დიდი შვიდეულის“ მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაში ინიციატივა უნდა აიღოს.

სკოტ ბესენტმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ის ევროკომისარს ეკონომიკისა და პროდუქტიულობის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისს ესაუბრა.

„ევროკომისარ ვალდის დომბროვსკისთან საუბარში ხაზი გავუსვი ამერიკის ერთგულებას უკრაინაში ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მიმართ და იმის აუცილებლობას, რომ ევროპამ ინიციატივა აიღოს რუსეთის წინააღმდეგ „დიდი შვიდეულის“ ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაში“, - დაწერა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ასევე ხაზი გაუსვი ჩინეთის მიერ ექსპორტის კონტროლის დაწესებაზე ერთიანი გლობალური რეაგირების აუცილებლობას და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირების მნიშვნელობას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს