შალვა კერესელიძე პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ - პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქმე არ გავაკეთოთ, ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება - ვიღაცისთვის არალეგიტიმური პარლამენტის წევრი ვიქნები, ვიღაცისთვის - ლეგიტიმური

ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე არ გავაკეთოთ, არ ვიმუშაოთ ქვეყნისთვის და ხალხისთვის - მე პარლამენტის წევრი ვიქნები, კი ბატონო, ვიღაცისთვის ვიქნები არალეგიტიმური პარლამენტის წევრი, ვიღაცისთვის ლეგიტიმური პარლამენტის წვერი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კერესელიძე ამბობს, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარეს ტექნიკური საკითხების გამო შეხვდა.

ის ასევე აცხადებს, რომ პოლიტიკური პროცესები, პრაქტიკულად, გაჩერდა და ამ გაჩერებულ პროცესში მისი გუნდი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

„როგორც იცით, პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ. შემდეგი კვირა სასესიო კვირაა და აქ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით მოვედით. სამწუხაროა ის, რომ ამ პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ჩვენ ვიქნებით. მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს, ლეგიტიმურია თუ არა პარლამენტი. ფაქტი სახეზეა - ხელისუფლებას „ქართული ოცნება" მართავს, იღებენ კანონებს, გადაწყვეტილებებს იღებენ პარლამენტშიც, მთავრობაშიც, სასამართლოშიც. ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე არ გავაკეთოთ, არ ვიმუშაოთ ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ მივიღეთ. არ მიგვიღია, პირადი და პარტიული ინტერესების გამო. ეს იყო ძალიან მძიმე გადაწყვეტილება და ამისთვის მზად ვიყავით მხოლოდ ხალხის და ქვეყნის ინტერესებისთვის“, - განაცხადა კერესელიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება