ჯეი დი ვენსი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ისრაელში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, დღეს დაგეგმილია ვენსის შეხვედრა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ელჩებთან და სამხედრო ექსპერტებთან, რომლებიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის მონიტორინგს ახორციელებენ. ხვალ კი ჯეი დი ვენსი იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდება.

ვიზიტის დროს ვენსი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომ განხორციელებას განიხილავს და ნეთანიაჰუს ღაზაში ომის სამუდამოდ დასრულების მიზნით გრძელვადიან საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, გუშინ ისრაელში ჩავიდნენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მისი მრჩეველი და სიძე ჯარედ კუშნერი. უიტკოფი და კუშნერი ღაზას სექტორიდან გათავისუფლებულ მძევლებს შეხვდნენ

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს