პრემიერი - კოლექტიური ლომჯარიები, 200-მდე კაცი, ხან 100, ხან - 150 დგას და ყოველდღიურად წირავენ დაახლოებით, 25 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობისთვის, შემდეგ გაწირავენ სისხლის სამართლის პატიმრობისთვის

ტროტუარზე დგას 200 კაცი, რომელიც ყოველდღიურად დაახლოებით, 25 კაცს წირავს ხოლმე ადმინისტრაციული პატიმრობისთვის. ამიტომ არის კანონი, საერთაშორისო სტანდარტი, ამის მიუხედავად, ჯარიმები არ ყოფნიდა იმას, რომ ამ მცირე რაოდენობით ადამიანებს არ ეძალადათ საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ხელისუფლება „ჰუმანურად, მეთოდურად“ მოქმედებს.

„საზოგადოების უმრავლესობა ითხოვდა მყისიერ ჩარევას, მეც მომისმენია პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ხედავთ, რომ კანონი მუშაობს. ჩვენ პირველ რიგში, ჰუმანური, მეთოდური მიდგომა გვჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა უცხოური აგენტები არიან, იღებენ ფულს იმისათვის, რასაც აკეთებენ, შეგნებულად აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ამის მიუხედავად, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამ 300 ადამიანს შორის, იყვნენ თუნდაც, ისეთები, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილები. ჩვენ მათ მიმართ რა თქმა უნდა, ჰუმანური მიდგომა უნდა გვქონდეს, აქედან გამომდინარე, ჰუმანურად, მეთოდურად ვმოქმედებთ, თუმცა, საბოლოო ჯამში მიზანი მიღწეული იქნება, უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ იმის საშუალებას, იძალადოს ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე, როგორც შედის საზოგადოების ინტერესებში, ისე გაგრძელდება პროცესები.

ეს არის ეფექტური ზომა, თქვენ ხედავდით, რომ ჯარიმები საკმარისად ეფექტური არ იყო. კანონს ხომ არღვევენ ყოველდღე, კანონის და საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, არ შეიძლება ადამიანებმა გადაკეტონ ქუჩა, თუ ამას მათი რაოდენობა არ მოითხოვს. 50-მა კაცმა არ შეიძლება იძალადოს 3 700 000 ადამიანზე. ამიტომ არის კანონი, საერთაშორისო სტანდარტი, ამის მიუხედავად, ჯარიმები არ ყოფნიდა იმას, რომ ამ მცირე რაოდენობით ადამიანებს არ ეძალადათ საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე. რაც არ იყო ეფექტური, ის ჩანაცვლდა ეფექტური ზომით, ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა და პლუს, სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახით პატიმრობა.

ტროტუარზე დგას 200 კაცი, რომელიც ყოველდღიურად დაახლოებით, 25 კაცს წირავს ხოლმე ადმინისტრაციული პატიმრობისთვის. კოლექტიური ლომჯარიები დგანან, 200-მდე კაცი დგას, ხან 100, ხან - 150, ხან - 200 და ისინი ყოველდღიურად წირავენ დაახლოებით, 25 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობისთვის, შემდეგ გაწირავენ სისხლის სამართლის პატიმრობისთვის. რა თქმა უნდა, ამას დიდი პერსპექტივა ვერ ექნება. კოლექტიურ ლომჯარიებს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნებათ და ვერც იმათ, ვინც ნახევრად მსხვერპლები არიან და სინამდვილეში, ისინიც მოძალადეები არიან, მათაც ვერ ექნებათ ვერავითარი პერსპექტივა“, - განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები