ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი - „ქართულმა ოცნებამ“ კანონი საკუთარ სურვილებზე და ამოცანებზე მოირგო, თუ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პატიმრობა არ გაამართლებს, პროტესტი გაგრძელდება, შეიძლება კიდევ სხვა ფორმამდე მივიდნენ

„ქართულ ოცნებას“ კონკრეტულად აქვს იდენტიფიცირებული, თუ საიდან გრძნობს იგი საფრთხეს. ერთი წელია, მისთვის მკაფიო გახდა, რომ მთავარი საფრთხე „ქართული ოცნებისთვის“ მომდინარეობს მოქალაქეების მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რომელიც ფორმირდა უკვე რუსთაველის გამზირზე მყარად და თითქმის ერთი წელია, პროტესტი მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ცდილობენ, რომ პროტესტს კონკრეტული პირებისა და პარტიების სახელები მიაწერონ და ისე გადათარგმნონ, თითქოს აქციის მონაწილეები შეცდომაში არიან შეყვანილი.

ირაკლი კობახიძე ცდილობს, რომ ეს პროტესტი მიაწეროს კონკრეტულ სახელებს ან პარტიებს, რომ რაღაცნაირად მიჩქმალოს ის, რომ იქ მართლა მოქალაქეები გამოდიან, რომლებიც აპროტესტებენ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან არ გააქტიურდეს მოლაპარაკების საკითხი; მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ არჩევნები და ზოგადად პოლიტიკური გადანაწილება დღეს უსამართლო არის და ამის გამოსასწორებლად აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება; მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ იმას, რომ შავ ფორმებში ჩაცმული არაადამიანები გამოყარეს რუსთაველის გამზირზე და სამოქალაქო პროტესტი დაარბიეს, სასწაულად გადაურჩა სიკვდილს ჩვენი რამდენიმე კოლეგა, რომლებზეც მიზანმიმართულად მიიტანეს იერიში.

სამოქალაქო საზოგადოება იმასაც აპროტესტებს, როგორც ესენი ექცევიან ახლა კანონს - კანონი მოირგეს საკუთარ სურვილებზე, საკუთარ ამოცანებზე და ალბათ, თუ ახლა ეს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პატიმრობა შემდეგ არ გაამართლებს და რუსთაველის პროტესტი გაგრძელდება, შეიძლება კიდევ სხვა ფორმამდე მივიდნენ.

„ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ სამოქალაქო პროტესტი გრძელდება და ახლა ყველანაირად ეცდება, რომ ის საფრთხე გადათარგმნოს ან რიტორიკულად ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომ ეს ხალხი შეცდომაშია შეყვანილი. მე არ ვარ შეცდომაში შეყვანილი ადამიანი, მე არც ნინო ლომჯარიას მხარდამჭერი ვარ, არც რომელიმე პარტიის მხარდამჭერი ვარ და ვაპროტესტებ კონკრეტულად იმ საკითხებს, რაც ჩამოვთვალე. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რომ ეს არის მისთვის დიდი საფრთხე - რუსთაველის გამზირი ითარგმნება სამოქალაქო საზოგადოებაში, სამოქალაქო საზოგადოება აუცილებლად ითარგმნება დალაგებულ პოლიტიკურ პროცესში და ამ პოლიტიკურ პროცესს შემდეგ უკვე მოაქვს ცვლილება, რასაც „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს, რომ გადადოს“, - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე