ელენე ხოშტარია - ხელისუფლებამ ვერცერთი ხრიკით ვერც ლეგიტიმაცია მოიპოვა და არც პროვოკაცია გამოუვიდა, ასეთივე უიმედოა გახარიას პარლამენტში შესვლა - წინააღმდეგობა გაუტეხელია და 26 ოქტომბერს ვნახოთ, ვის ეკუთვნის ქვეყანა

წინააღმდეგობა გაუტეხელია და 26 ოქტომბერს ვნახოთ, ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა!, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში წერს და მოქალაქეებს 26 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.

ხოშტარიას განცხადებით, ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია „ვერცერთი ხრიკით“ ვერ მოიპოვა და გიორგი გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლაც მათთვის „ასეთივე უიმედოა“.

„ხელისუფლებამ ვერცერთი ხრიკით ვერც ლეგიტიმაცია მოიპოვა და არც პროვოკაცია გამოუვიდა. რას არ ხლართავენ, მაგრამ ვერა და ვერა. ზუსტად ასეთივე უიმედოა გახარიას პარლამენტში შესვლა.

მთავარია, წინააღმდეგობა გაუტეხელია და 26 ოქტომბერს ვნახოთ, ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა! მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან, 26 ოქტომბერი, 19:00 საათი“, - წერს ელენე ხოშტარია წერილში, რომელიც „დროას“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის