„საკითხავის ფესტივალი“ - წიგნისა და კითხვის მოყვარულებისთვის თბილისში მასშტაბური ღონისძიება გაიმართება

თბილისში პირველად „საკითხავის ფესტივალი“ ჩატარდება. ღონისძიებას, რომლის ორგანიზატორიც „პალიტრა L-ია“, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით „თბილისი მოლი“ უმასპინძლებს. „საკითხავის ფესტივალი“ საზეიმოდ გამომცემლობის დაბადების დღეზე გაიხსნება და იუბილესთან დაკავშირებული აქტივობების დამაგვირგვინებელი ღონისძიება იქნება.

„საკითხავის ფესტივალზე“ სტუმრებს ელოდებათ:

  • 30%-იანი ფასდაკლება ყველა წიგნზე + დამატებით 30%-იანი ქეშბექი თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას;
  • საჩუქარი ყოველ შენაძენზე;
  • სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მქონე მკითხველისთვის საინტერესო წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი;
  • გათამაშებები, რომლის მონაწილეებს განსაკუთრებული პრიზების მოგების შესაძლებლობა ექნებათ.

როგორც „პალიტრა L-ში“ განმარტავენ, ისინი მუდმივად ცდილობენ თანამედროვე თუ კლასიკურ ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობა გაზარდონ. სწორედ ამ მიზნით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ოქტომბრის განმავლობაში არაერთი ღონისძიება გაიმართა. მათ შორის იყო განსაკუთრებული ფასდაკლებები და შეთავაზებები, შეხვედრები ავტორებთან და აქტივობები პატარა ასაკის მკითხველისთვის. 31 ოქტომბრიდან სამი დღის განმავლობაში კი მსურველებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ სპეციალურ სივრცეს „თბილისი მოლში“ და მისაღებ ფასად შეიძინონ სასურველი წიგნები. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ თქვენი საოჯახო ბიბლიოთეკის შედგენა დაიწყოთ ან ის შეავსოთ ახალი გამოცემებით. შეგიძლიათ, მთელი წლის საკითხავი ლიტერატურა წინასწარ, ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ და პარალელურად, საჩუქრებიც მიიღოთ.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება "პალიტრა L-ის" კატალოგის ყველაზე პოპულარული და ახალი გამოცემები: რომანები, მოთხრობები, მხატვრული და არამხატვრული წიგნები, საბავშვო ლიტერატურა და სხვა მრავალი საინტერესო საკითხავი, რომელიც მკითხველებს უკვე მეოცე წელია ლიტერატურის მრავალფეროვან სამყაროში ამოგზაურებს.

აქვე მოეწყობა სპეციალური საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვები შეხვდებიან საყვარელ პერსონაჟებს, ითამაშებენ და გაატარებენ საინტერესო დროს წიგნების სამყაროში.

წიგნების კატალოგი სრულად იხილეთ ბმულზე.

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს