უკრაინამ ბრიანსკის ქიმიურ ქარხანას Storm Shadow-ს რაკეტებით დაარტყა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ბრიანსკის ქიმიურ ქარხანას დაარტყა, - ინფორმაციას უკრიანული მედია ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„21 ოქტომბერს, უკრაინის საჰაერო ძალებმა, სახმელეთო ჯარებთან, საზღვაო ფლოტთან და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით, ბრიანსკის ქიმიურ ქარხანას დაარტყა. მასშტაბური კომბინირებული სარაკეტო და საჰაერო დარტყმა მოიცავდა Storm Shadow-ს საჰაერო რაკეტებს, რომლებმაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა დაძლიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგები ზუსტდება.

გენერალური შტაბი განმარტავს, რომ ბრიანსკის ქიმიური ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს ობიექტი აწარმოებს დენთს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს და სარაკეტო საწვავის კომპონენტებს, კერძოდ, საბრძოლო მასალისა და რაკეტებისთვის, რომლებსაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დაბომბვისთვის იყენებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს