დავით ნარმანია - წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, ახლა უკვე მიმდინარეობს შავი ზღვის შელფის დეტალური ტექნიკური კვლევა, ამის შემდგომ პროექტი გადავა შემდგომ ეტაპზე

წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, ახლა უკვე მიმდინარეობს შავი ზღვის შელფის დეტალური ტექნიკური კვლევა, ამის შემდგომ პროექტი გადავა შემდგომ ეტაპზე,- ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ნარმანიას თქმით, აღნიშნული პროექტის განვითარება ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობს.

„წყალქვეშა კაბელის პროექტი საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი და ძალიან მნიშვნელოვანი მომავლის, საუკუნის პროექტია. მე ამ საკითხზე ჩემს უნგრელ კოლეგასთან, დაახლოებით, ერთი თვის წინ მქონდა შეხვედრა. თვითონ მარეგულირებელმა კომისიებმაც ვითანამშრომლეთ პროექტის ფარგლებში ერთობლივი რეგულირების საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია. ახლა უკვე მიმდინარეობს შავი ზღვის შელფის დეტალური ტექნიკური კვლევა, ამის შემდგომ პროექტი გადავა შემდგომ ეტაპზე. ასე, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობს ამ პროექტის განვითარება“,- განაცხადა ნარმანიამ.

ნარმანიამ ასევე, უპასუხა კითხვას „კულევის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ქარხანაში შევიდა თუ არა რუსული საწვავი და ასევე დასძენს, რომ არ ჰგონია, „რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან გვქონდეს საქმე“.

„აღნიშნული არ არის ჩვენი რეგულირების სფერო, ამიტომ კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირდება. თუმცა ქვეყანა სანქციებთან დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკას ატარებს, ამიტომ, არ მგონია, რომ რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან გვქონდეს საქმე. მეტი ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა ნარმანიამ.

ამასთან, ნარმანიამ ისაუბრა აბრეშუმის გზის ფორუმზე და აღნიშნა, რომ ფორუმის ფარგლებში ხვდებიან სხვადასხვა დელეგაციას, უხსნიან საინვესტიციო შესაძლებლობებს ენერგეტიკის სფეროში.

როგორც ნარმანიამ განაცხადა, სწორედ აღნიშნული ფორუმის შედეგია, რომ ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით უცხოური ინვესტიციები ხორციელდება.

„ფორუმი უკვე წლებია ტრადიციად იქცა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ფორუმს ყოველთვის ძალიან დიდი გამოხმაურება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება. ამ ფორუმის შედეგია ის, რომ არაერთი ახალი ინვესტიცია დაიძრა ჩვენი ქვეყნის მიმართულებით და საკვანძო სექტორებში ხორციელდება სწორედ უცხოური ინვესტიციები, რაც დაეტყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში გვაქვს შთამბეჭდავი, ბიზნეს გარემო არის მიმზიდველი, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორუმისა და სხვა ფორმატების მეშვეობით, რომლებიც ამ ფორუმთან არის დაკავშირებული, ვესაუბროთ, რაც შეიძლება მეტ ინვესტორს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ფორუმის ფარგლებში ვხვდებით სხვადასხვა დელეგაციას, ვუხსნით საინვესტიციო შესაძლებლობებს ენერგეტიკის სფეროში. ვაცნობთ მარეგულირებელ წესებს, ნორმებს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ფორუმის მონაწილეთაგან არაერთი მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყანაში ინვესტირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნარმანიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის