დონალდ ტრამპი - მთავრობის მუშაობის განახლებამდე „დემოკრატებს“ არ შევხვდები

მთავრობის მუშაობის განახლებამდე „დემოკრატებს“ არ შევხვდები, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის „დემოკრატიული“ უმცირესობების ლიდერებთან, ჰაკიმ ჯეფრისთან და ჩაკ შუმერთან შეხვედრა სურს, თუმცა ამას მთავრობის გახსნამდე არ გააკეთებს.

„მე მათთან შეხვდრა მსურს, მაგრამ ერთი პირობით, თუ ისინი ქვეყანას გახსნიან“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, აშშ-ში მთავრობის დახურვა, ე.წ. შათდაუნი 1-ელ ოქტომბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც კონგრესში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მომავალი ფისკალური წლისთვის დაფინანსების ახალ გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ. „დემოკრატებს“ სურთ, რომ ნებისმიერი რეზოლუცია ჯანდაცვის საკითხს ეხებოდეს, ხოლო რესპუბლიკელები „სუფთა“ კანონმდებლობას ითხოვენ, რომელიც მხოლოდ ფედერალურ ბიუჯეტს ეხება.

ორშაბათს, აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელი“ სენატორების მიერ წარდგენილი დროებითი დაფინანსების კანონპროექტი, რომელიც მთავრობის მუშაობის განახლებას ნოემბრის ბოლომდე ითვალისწინებს, მე-11 ცდის შემდეგ ჩავარდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს