Reuters - ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ, სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ლიდერების შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე, აღმოსავლეთ ზღვის მიმართულები რამდენიმე მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკეტები, როგორც ჩანს ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანთან ახლომდებარე ტერიტორიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გაუშვეს.

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებში აცადებენ, რომ რაკეტებმა, დაახლოებით, 350 კმ მანძილზე იფრინეს.

იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვებას იაპონიის უსაფრთხოებაზე გავლენა არ მოუხდენია და რომ ტოკიო რეალურ დროში ინფორმაციას აშშ-ს უზიარებს.

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები ბოლოს 8 მაისს გაუშვა.

აღსანიშნავია, რომ მომავალ კვირას სამხრეთ კორეაში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმის სამიტი გაიმართება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც დაესწრება. სამიტის ფარგლებში ტრამპი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, ლი ჯე მიუნგსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს