ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც მეხუთედ მასპინძლობს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ფორუმი არის პლატფორმა კონკრეტული შედეგებისთვის.

„ათი წლის განმავლობაში, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უკვე გახდა დამაკავშირებელი რგოლი პოლიტიკასა და ბიზნესს შორის. აქ დაიბადა არაერთი ინიციატივა, რომელიც რეალურ პროექტებად გადაიქცა. ამის ნათელი მაგალითია წინა, 2023 წლის ფორუმზე მიღწეული შეთანხმება საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მიერ ერთობლივი სარკინიგზო კომპანიის შექმნის შესახებ; ჩვენი პარტნიორის, აზიის განვითარების ბანკის 3-მილიარდიანი პორტფელი საქართველოში ასევე ამის დასტურია. დღეს შექმნილი სივრცეები შეხვედრებისთვის არის პირდაპირი მოწვევა ბიზნესისთვის, რათა ახალი პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს და ახალი, წარმატებული პროექტები დაიგეგმოს.

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს.

მადლობას ვუხდი ფორუმის ყველა ორგანიზატორს გაწეული უდიდესი შრომისთვის. მადლობა თითოეულ დელეგატს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ძვირფას სტუმრებს, რომელთა მონაწილეობაც ამ ფორუმს ასეთ მაღალ დონესა და საერთაშორისო მნიშვნელობას ანიჭებს.

მჯერა, ეს ორი დღე ახალი იდეების, პარტნიორობის გაძლიერებისა და საერთო წარმატების დასაწყისი გახდება. ნაყოფიერ მუშაობას და წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა