ნათია თურნავა - საქართველო უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბი, ახლა ყალიბდება ციფრული და ფინანსური ინდუსტრიის ჰაბად - ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველად, თბილისში ვატარებთ ფინანსურ სამიტს

„თბილისის ფინანსური სამიტი“ თავისი მნიშვნელობით კიდევ უფრო აძლიერებს აბრეშუმის გზის ფორუმის მთავარ იდეას - დღეს პირველი მრგვალი მაგიდები იწყება, თუმცა ოფიციალური გახსნითი ღონისძიება ხვალ გაიმართება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, სამიტს 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და 1000-ზე მეტი დელეგატი ესწრება.

„თბილისის ფინანსური სამიტი“ იმართება აბრეშუმის გზის ფორუმის პარალელურად და მის ფარგლებში. თავისი მნიშვნელობით კიდევ უფრო აძლიერებს აბრეშუმის გზის ფორუმის მთავარ იდეას. ეს არის დაკავშირებადობა და საქართველო, როგორც ჰაბი რეგიონში. საქართველო წლების განმავლობაში უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბი. ახლა უკვე ყალიბდება როგორც ციფრული და ფინანსური ინდუსტრიის ჰაბი. სწორედ ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სინგაპურის ცენტრალური ბანკის მიერ დაფუძნებულ კომპანიასთან ერთად პირველად საქართველოში, თბილისში ვატარებთ ფინანსურ სამიტს და უკვე მათ გლობალურ რუკაზე ჩვენც დატანილები ვიქნებით პირველ რიგში, როგორც მსგავსი შეკრებებისა და სამიტების ჩატარების ადგილი და რა თქმა უნდა, როგორც ერთ-ერთი ძლიერი ჰაბი საფინანსო სექტორში.

დღეს პირველი მრგვალი მაგიდები იწყება, თუმცა ოფიციალური გახსნითი ღონისძიება ხვალ გაიმართება. სამიტს 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და 1000-ზე მეტი დელეგატი ესწრება. მათ შორის არიან, როგორც ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი პირები, ასევე უფრო მეტად წარმოდგენილია ფინანსური ინდუსტრია.

დარწმუნებულები ვართ, რომ საინტერესო დიალოგი და განხილვები გაიმართება, რადგან საუბარია ძალიან სწრაფად მზარდ ეკონომიკაზე, სტაბილურ ეკონომიკაზე და მთლიანად რეგიონში მშვიდობა მყარდება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, აქედან ბევრი ინვესტორი აქედან კონკრეტული გეგმებით და პროექტებით წავა”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე