„თბილისი ენერჯი“ - 2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, თბილისში, ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების დარღვევის 4 692 შემთხვევა გამოვლინდა

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, 2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, თბილისში, ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების დარღვევის 4 692 შემთხვევა გამოვლინდა.

მათივე ცნობით, ყველაზე მეტი - 1426 შემთხვევა ისანი-სამგორი-ვაზისუბანი-ვარკეთილში გამოვლინდა.

„თბილისის ყველაზე საშიში უბნები ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების დარღვევის მიხედვით. 2025 წლის ბოლო 9 თვის სტატისტიკით, ყველაზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა შემდეგ უბნებში: ისანი-სამგორი-ვაზისუბანი-ვარკეთილი – 1426 დარღვევა, გლდანი - სანზონა – 1084, ჩუღურეთი - ნაძალადევი – 904 , მთაწმინდა - კრწანისი – 604, დიდუბე - დიღომი – 231, საბურთალო - ნუცუბიძე – 223, ვაკე - წყნეთი – 220. სულ, თბილისის მასშტაბით, 4692 დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 9 თვეში,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს