საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ენერგეტიკის აკადემიის გაფართოებულ სხდომას უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც ენერგეტიკის დარგში განსახორციელებელი პროექტების, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის შესაძლებლობებისა და ენერგოსექტორში ხელოვნური ინტელექტის როლის შესახებ იმსჯელეს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომას ესწრებოდნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები და მკვლევრები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე და ამავე ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიტა არაბიძე, ექსპერტები, ასევე ენერგოკომპანიებისა და ენერგეტიკული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე, რომელსაც ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი პაატა ცინცაძე უძღვებოდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტის მიმდინარეობისა და ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის შესაძლებლობებსა და ბარიერებზე საქართველოს ელექტროსისტემაში. დარგის სპეციალისტებმა, მკვლევრებმა და ექსპერტებმა ასევე განიხილეს ენერგეტიკაში ხელოვნური ინტელექტის როლსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებული საკითხები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქეთევან ქუთათელაძის შეფასებით, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომაზე განხილული საკითხები მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესების გააზრებისა და ქვეყნის ენერგეტიკული მომავლის დაგეგმვის მიმართულებით.

“სხდომაზე განხილული საკითხები ქვეყნის ენერგოსექტორის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მეცნიერები, პედაგოგები და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული ამ მიმართულებით მიმდინარე კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობაში. საგულისხმოა, რომ ჩვენ ვამუშავებთ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ენერგოეფექტურობისთვის, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისა და ენერგეტიკული სისტემების მართვის ინოვაციური მოდელების შესაქმნელად.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა, რომლის გამოყენებაც ენერგეტიკაში არა მხოლოდ მონაცემთა ანალიზის და სისტემების ოპტიმიზაციისთვის არის შესაძლებელი, არამედ პროგნოზირებისა და ენერგორესურსების მართვის გაცილებით ჭკვიანური მოდელების დასანერგადაც. ვფიქრობთ, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ენერგოსექტორში გაზრდის სისტემების საიმედოობას, შეამცირებს დანაკარგებს და პოზიტიურ შედეგებს მოგვცემს მწვანე გარდაქმნების მიმართულებით. მთელ ამ პროცესში კი მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების სინთეზი გადამწყვეტ როლს თამაშობს, რაც აუცილებელია საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისა და ტექნოლოგიური პროგრესისთვის,“ - აღნიშნავს ქეთევან ქუთათელაძე.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო