სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ მზია ამაღლობელს სახაროვის პრიზის მინიჭებას - ეს ჯილდო არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ სიმართლის ხმას ვერასოდეს ჩაახშობენ!

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის მიღებას ულოცავს. „ეს აღიარება პატივს მიაგებს როგორც მის ხმას, ასევე თავისუფალი და ღირსეული საქართველოს სულს, ქვეყნის, რომელსაც ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ „ეს ჯილდო არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ სიმართლის ხმას ვერასოდეს ჩაახშობენ!“

„ვულოცავ მზია ამაღლობელს სახაროვის პრიზის მინიჭებას, ეს გამარჯვება საერთაშორისო აღიარებაა არა მხოლოდ მისი პირადი სიმამაცისა და თავდადებისთვის, არამედ მთელი იმ საზოგადოებისათვის, რომელიც მშვიდობიან ბრძოლას განაგრძობს თავისუფლებისა და ღირსებისთვის, რადგან პროტესტი და სოლიდარობა ერთადერთი სწორი გზაა რეჟიმის დასამარცხებლად!

ეს ჯილდო არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ სიმართლის ხმას ვერასოდეს ჩაახშობენ!" - წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსელი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი - 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები