ჯორჯია მელონის განცხადებით, რუსეთის აქტივებთან დაკავშირებით ევროკავშირის ნებისმიერი ახალი ზომა კანონიერი უნდა იყოს

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ევროკავშირი განიხილავს შესაძლო ინიციატივებს უკრაინის დასახმარებლად რუსული გაყინული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა ბლოკის მიერ გადადგმულმა ნებისმიერმა ნაბიჯმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართალს.

„მიგვაჩნია, და არა მხოლოდ ჩვენ, რომ აუცილებელია საერთაშორისო წესებისა და კანონიერების პრინციპის პატივისცემა. დავიცავთ ჩვენი ეკონომიკისა და ევროზონის ფინანსურ და მონეტარულ სტაბილურობას და უზრუნველვყოფთ ნებისმიერი ნაბიჯის მდგრადობას“, - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს შესთავაზა, რომ ევროპაში შენახული რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივები 2026- 2027 წლებში უკრაინის მხარდასაჭერად გამოიყენონ. კომისიის გეგმის მიხედვით, ევროპული ქვეყნების მთავრობებს საშუალება ეძლევათ, ევროპაში ამჟამად გაყინული რუსული სუვერენული აქტივების 210 მილიარდი ევროს ოდენობის უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 185 მილიარდი ევრო, კონფისკაციის გარეშე გამოიყენონ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს