ბათუმში, სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, დაკავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქციას მართავენ

„ვინ გამოავლენს კორუფციას და ნეპოტიზმს თუ არ იქნება მედია“, - ამ ლოზუნგებით ბათუმში, სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, დაკავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქციას მართავენ.

მედიის წარმომადგენლები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ.

მათი თქმით, არსებულ სიტუაციაზე დუმილი დანაშაულია.

„როცა ქვეყანაში ამდენი უსამართლობა ხდება და ჩვენს კოლეგებს აკავებენ, ამ დროს დუმილი დანაშაულის ტოლფასია. სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ჟურნალისტს, ვისი უფლებებიც შეილახა, ვისაც უსამართლოდ მოექცნენ. თავისუფლება აქციაზე დაკავებულ ყველა უკანონო პატიმარს, რომელიც ევროპული მომავლის მხარდაჭერის გამო დაისაჯა“, - აცხადებს ჟურნალისტი ნანა აბულაძე.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ბოლო დღეებში მედიის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი, ცირა ჟვანია და ირაკლი წულაია დააკავეს. ყველა მათგანს გზის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის