იან ლიპავსკი - პუტინიზმი უნდა შეწყდეს, უნდა გავაძლიეროთ უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოება

რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პუტინს ომი სურს, - ასე ეხმაურება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმას.

მისი თქმით, საჭიროა უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერება.

„პუტინს სულაც არ აინტერესებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებები. სწორედ ამიტომ უნდა შეწყდეს პუტინიზმი. უნდა გავაძლიეროთ უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოება“, - წერს ლიპავსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი განცხადებით, მოახლოებულ ზამთრამდე უკრაინას სჭირდება საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ენერგეტიკული აღჭურვილობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპა ჰუმანიტარული კრიზისის რისკის ქვეშ დადგება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს