„თოდუას კლინიკა“ სისხლის დონაციის ყოველწლიურ კამპანიას უერთდება

სისხლის დონაცია — ხშირად ადამიანების გადასარჩენად სასიცოცხლო მნიშვნელობის ქმედებაა, რომლითაც თითოეულ დონორს გარკვეულ შემთხვევებში გადარჩენის შანსი შეუძლია სამ ადამიანსაც კი აჩუქოს.

ტრადიციულად, თოდუას კლინიკის ცენტრალური ფილიალი წელსაც უერთდება სისხლის დონაციის ყოველწლიურ კამპანიას. ინიციატივაში აქტიურად მონაწილეობენ როგორც ადმინისტრაციის, ისე სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები.

თოდუას კლინიკისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ მკურნალობას არ გულისხმობსის პრევენციული დიაგნოსტიკის, ჯანმრთელი ცხოვრების წესის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობასაც მოიცავს.“ კლინიკის ექიმები აქტიურად არიან ჩართულები როგორც ინფორმირების, ისე პრაქტიკული მხარდაჭერის პროცესში, რადგან გვჯერა თითოეული მოქალაქის ჩართულობა მნიშვნელოვანია სიცოცხლის გადარჩენის საერთო საქმეში“, - ნიკოლოზ ქაჩიბაია, თოდუას კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელი.

დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აკმაყოფილებს განსაზღვრულ სამედიცინო კრიტერიუმებს. პროცესი უსაფრთხოა — მას წინ უძღვის მარტივი და სწრაფი სამედიცინო შემოწმება, რომელიც უზრუნველჰყოფს როგორც დონორის, ისე მიმღების უსაფრთხოებას.

სისხლის დონაცია არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ ადამიანური ერთიანობის აქტია,“ — აღნიშნავს თოდუას კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვასილ ხაჩიაშვილი ხშირად ერთი პატარა ნაბიჯიერთი გაღებული წვეთი სისხლიშეიძლება პაციენტის სიცოცხლისთვის გადამწყვეტი გახდეს.

თოდუას კლინიკა მადლობას უხდის ყველა თანამშრომელსა და მოქალაქეს ვინც უერთდება კამპანიას და მონაწილეობს ამ მნიშვნელოვანი საქმეში.

(R)

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს