„ძლიერი საქართველო“ - ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ ქვეყანა შავი ფულის სატრანზიტო დერეფნად და აღებ-მიცემობის კერად გადააქცია - ქვეყანა კრიმინალური წარმომავლობის, ნაქურდალი და ნაძარცვი ფულის გამტარი ჰაბი გახდა

ამ დრომდე არაფერი ვიცით 650 მილიონი დოლარის გათეთრების საქმის შესახებ, ისევე როგორც, უცნობია, რა ეტაპზეა “ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სახლებიდან ამოღებული, ხალხისგან ნაძარცვი მილიონების და მათი მფლობელების მიმართ საქმის წარმოება - ფაქტია, რომ ყველა ეს ქმედება ივანიშვილის კარზე შიდა კლანური ძალაუფლების გადანაწილებას ემსახურება და არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან, მითუმეტეს საერთო არაფერი აქვს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებთან და კეთილდღეობასთან! , - ამის შესახებ ნათქვამია “ლელო - ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე შეფასებით, ქვეყანაში კორუფციის მასშტაბი შეუქცევადად იზრდება.

“რაც ახლა ხდება ადასტურებს იმას, რის შესახებაც წლების განმავლობაში “ძლიერი საქართველო-ლელო“ საუბრობდა - სახეზეა სისტემური კორუფცია, სადაც „ქართული ოცნების“ ყველა რგოლია ჩართული და რომელიც ერთი ადამიანის ინტერესებს ემსახურება.

ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ ქვეყანა შავი ფულის სატრანზიტო დერეფნად და აღებ-მიცემობის კერად გადააქცია, სადაც სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია მიმდინარეობს. ძარცვავენ ქვეყნის ბიუჯეტს და ძარცვავენ თითოეულ მოქალაქეს. ეს ქვეყანა კრიმინალური წარმომავლობის, ნაქურდალი და ნაძარცვი ფულის გამტარი ჰაბი გახდა. ამ სქემაში ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო უწყება”, - აცხადებს “ლელო - ძლიერი საქართველო“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის