პარლამენტთან დაკავებული ჟურნალისტების მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე დაკავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი მოქალაქეები და მედიის წარმომადგენლები მხარდაჭერას უცხადებენ აქციების დროს დაკავებულ ჟურნალისტებს.

აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საპროტესტო ბანერი წარწერით: “თავისუფლება მზია ამაღლობელს და პოლიტპატიმრებს”.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები პერიოდულად გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.

ამ დროისთვის, სამართალდამცავები ტროტუარზე არიან განლაგებული. პოლიციას პარლამენტთან კორდონი აქვს გაკეთებული იმისათვის, რომ აქციის მონაწილეებმა გზა არ გადაკეტონ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება