„ძლიერი საქართველო“ - ბიძინა ივანიშვილმა შექმნა მაფიოზური სინდიკატი, რომელიც 13 წელია ძარცვავს სახელმწიფოს - ეს კრიმინალური დაჯგუფება სასწრაფოდ უნდა ჩამოვაშოროთ ქვეყნის სადავეებს

პარტია „ძლიერი საქართველოს“ განცხადებით, დადასტურდა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი, ორგზის პრემიერ-მინისტრი, ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კორუმპირებულია.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა მაფიოზური სინდიკატი, რომელიც 13 წელია ძარცვავს სახელმწიფოს.

"ძლიერი საქართველოს“ თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილება - არ დააკავოს ღარიბაშვილი აღიარებული დანაშაულის მიუხედავად - მიუთითებს, რომ სისტემა მთლიანად მოშლილია.

„საქართველოს მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, ორგზის პრემიერ-მინისტრად, თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებად ნამუშევარმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კორუფციული დანაშაული აღიარა! გამოვლენილია უპრეცენდენტო მასშტაბის კორუფცია, რომელსაც „ქართული ოცნება“ უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზე ბოლო 13 წლის განმავლობაში ამუშავებდა. ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, კორუმპირებულია! დადასტურდა ის, რაც ქართველმა ხალხმა უკვე არაერთი წელია იცის. დღეს ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციულ საქმეებს ადასტურებენ მისივე თანაგუნდელები, რომლებიც წლების განმავლობაში ხელს აფარებდნენ ამ დანაშაულს და ახლაც იგივეს აგრძელებენ, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ მიუხედავად აღიარებული მძიმე დანაშულისა, ჯერ არ აპირებენ დამნაშავის დაკავებას. ამით სისტემა აღიარებს, რომ სრულიად მოშლილია და ემსახურება არა კანონის უზენაესობას და სახელმწიფო ინტერესებს, არამედ ერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს.

ბიძინა ივანიშვილმა შექმნა მაფიოზური სინდიკატი, რომელიც 13 წელია ძარცვავს სახელმწიფოს. ეს არის მართვის რუსული მოდელი, რომელშიც ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული პირები მოქალაქეების ძარცვით, ქოლცენტრებით, კლანური გარიგებებით, მართავენ ქვეყანას. ეს კრიმინალური დაჯგუფება სასწრაფოდ უნდა ჩამოვაშოროთ ქვეყნის სადავეებს!",- ნათქვამია პარტია "ძლიერი საქართველოს" განცხადებაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს