შალვა პაპუაშვილი - ვერ ვხდები, მაინც რომელი - ქართველების ისტორია, კულტურა, განათლება, ადათი, წესი თუ იქნებ რამე სხვა აფიქრებინებს ევროკავშირის საელჩოს, რომ ქართველები შტერები ვართ?

ვერ ვხდები, მაინც რომელი - ქართველების ისტორია, კულტურა, განათლება, ადათი, წესი თუ იქნებ რამე სხვა აფიქრებინებს ევროკავშირის საელჩოს, რომ ქართველები შტერები ვართ?, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საელჩო ამტკიცებს, რომ „ტერორისტებთან მიმოწერა ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა“.

“ევროკავშირის საელჩომ აქციებისას ძალადობისთვის მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძეს მიწერა, რომ აქციებისას ძალადობისთვის მსჯავრდებულების გათავისუფლებას ითხოვს და ახლა ჩვენ გვიმტკიცებს, რომ ეს წერილი მსჯავრდებული ცეცხლაძის მხარდაჭერას არ ნიშნავს და ტერორისტებთან მიმოწერა ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა, თუკი მათ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის აქტუალური საკითხები აინტერესებთ.

ვერ ვხდები მაინც ამათგან რომელი - ქართველების ისტორია, ქართველების კულტურა, ქართველების განათლება, ადათი, წესი თუ იქნებ რამე სხვა აფიქრებინებს ევროკავშირის საელჩოს, რომ ქართველები შტერები ვართ?“, - წერს პაპუაშვილი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს