დონალდ ტრამპი - ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - ვფიქრობ, სანქციებს აუცილებლად ექნება გავლენა - იმედია, პუტინი გონივრული გახდება

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. ეს ჩემთვის არასწორი იყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"არ მეჩვენებოდა, რომ მივიდოდით იმ ადგილამდე, სადაც უნდა მივსულიყავით, ამიტომ გავაუქმე. მაგრამ ამას მომავალში გავაკეთებთ“, - დასძინა ტრამპმა.

ტრამპი აღნიშმავს, რომ პუტინთან მისი „კარგი საუბრები“ „არსად არ მიდის“.

„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვლადიმერთან ვსაუბრობ, კარგი საუბრები მაქვს და შემდეგ, ისინი არსად მიდის“, - აცხადებს ტრამპი და დასძენს:

„მე ვიტყოდი, რომ შეთანხმების დადების დროა. ბევრი ადამიანი იღუპება".

დონალდ ტრამპს ჰკითხეს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ კომპანიაზე - „როსნეფტზე“ და „ლუკოილზე“ აშშ-ის მიერ ახლახან გამოცხადებული სანქციების პოტენციურ გავლენაზე.

„ვფიქრობ, რომ მათ აუცილებლად ექნებათ გავლენა. ეს არის მასშტაბური სანქციები და სანქციები ნავთობზე, ორ უდიდეს ნავთობკომპანიაზე", - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპი იმედოვნებს, რომ პუტინი გახდება გონივრული.

"იმედია, ის [ვლადიმერ პუტინი] გონივრული გახდება და იმედია, [ვოლოდიმირ] ზელენსკიც გონივრული იქნება. ტანგოსთვის ორია საჭირო, როგორც ამბობენ“, - დასძენს ის.

რუტე კი აცხადებს, რომ დღეს უფრო მეტს ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ უკრაინაში-რუსეთის ომის დასრულების „შემდეგ ეტაპზე“ გადაყვანა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ