პიტერ სიიარტო - ცუდი ამბავი ომის მომხრე ლობისთვის, აშშ-ს ბუდაპეშტის სამშვიდობო სამიტის ჩატარებაზე უარი არ უთქვამს, მზადება მიმდინარეობს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ბუდაპეშტის სამშვიდობო სამიტის ჩატარებაზე უარი არ უთქვამს და მზადება მიმდინარეობს.

„ცუდი ამბავი ომის მომხრე ლობისთვის და კარგი ამბავი მათთვის, ვისაც მშვიდობა სურს. აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკ რუბიოსთან ჩემი შეხვედრის შემდეგ ნათელია, რომ აშშ-ს ბუდაპეშტის სამშვიდობო სამიტის ჩატარებაზე უარი არ უთქვამს. მზადება მიმდინარეობს და ერთადერთი კითხვა დროს ეხება და არა განზრახვას“, - წერს სიიარტო სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. "არ მეჩვენებოდა, რომ მივიდოდით იმ ადგილამდე, სადაც უნდა მივსულიყავით, ამიტომ გავაუქმე. მაგრამ ამას მომავალში გავაკეთებთ“, - დასძინა ტრამპმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა