მარკო რუბიოს განცხადებით, სანქციების დაწესების მიუხედავად, აშშ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად არის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, სანქციების დაწესების მიუხედავად, აშშ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად არის.

„ჩვენ რუსებთან შეხვედრა კვლავ გვსურს. საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან კარგი საუბარი მქონდა და ამ საკითხს კვლავ განვიხილავთ. ჩვენ კავშირით ყოველთვის დაინტერესებულები ვართ, თუ ეს მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა იქნება“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სანქციების დაწესება მოულოდნელი არ ყოფილა.

„პრეზიდენტი უკვე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამბობდა, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმების შესახებ პროგრესს ვერ მივაღწევდით, მაშინ მას რაღაცის გაკეთება მოუწევდა. დღეს მან რაღაცის გაკეთება გადაწყვიტა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

შეგახსენებთ, აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ - დაასანქცირა. ასავე, დასანქცირებულია „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ 34 შვილობილი კომპანია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე