ირაკლი კობახიძე - ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო არაერთი ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დადგა, მიუხედავად ამისა, საქართველო წარმატებით შეხვდა გამოწვევებს და ქვეყანას კვლავაც შენარჩუნებული აქვს ძლიერი მაკროეკონომიკური მდგომარეობა

ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო არაერთი ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დადგა. მიუხედავად ამისა, საქართველო წარმატებით შეხვდა ამ გამოწვევებს და ქვეყანას კვლავაც შენარჩუნებული აქვს ძლიერი მაკროეკონომიკური მდგომარეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ფინანსური სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2021-2024 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ თითქმის 10 პროცენტი შეადგინა, აღნიშნული დინამიკა მიმდინარე წელსაც გრძელდება.

„წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის პირველი რვა თვის ეკონომიკური ზრდა 7.9 პროცენტს აღწევს. მაღალი ეკონომიკური ზრდა დიდწილად განპირობებულია სტრუქტურული ცვლილებებითა და შედარებით მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით, მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით.

ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მიღწეულია ფასების სტაბილურობაც. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია შემცირდა და ორი წლის განმავლობაში მიზნობრივ დონესთან შედარებით დაბალ მაჩვენებელზე შენარჩუნდა. 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.1 პროცენტი იყო და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მაღალი ინფლაცია მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. ფასების სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე წელსაც ნარჩუნდება.

საქართველოში საფინანსო სექტორი დინამიურად ვითარდება და ინვესტორებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. წამყვანი ქართული ბანკების აქციები უკვე წლებია, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ასევე, ქართულმა ბანკებმა გააფართოვეს საქმიანობა ქვეყნის გარეთ და რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ საბანკო ოპერაციებს. ვხედავთ როგორც რეგიონის, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისგან ჩვენს საფინანსო სექტორში კაპიტალის დაბანდების მაღალ ინტერესს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს