ირაკლი კობახიძე - არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდებოდა პეტერ ფიშერის ჩვენს ქვეყანაში ყოფნა - დარწმუნებული ვარ, ურთიერთობების გამოსწორება ძალიან მალე მოხდება, მთავარია, ღირსეული კაცი დაინიშნოს მომავალში გერმანიის ელჩად

არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდებოდა პეტერ ფიშერის ჩვენს ქვეყანაში ყოფნა, გერმანიის პირველი ელჩი იყო, რომელმაც ქართულ-გერმანული ურთიერთობები დააზიანა - დარწმუნებული ვარ, ურთიერთობების გამოსწორება ძალიან მალე მოხდება, მთავარია, ღირსეული კაცი დაინიშნოს მომავალში გერმანიის ელჩად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანიის ხელისუფლებამ ელჩ პეტერ ფიშერის გაწვევასთან დაკავშირებით პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო.

„რეალურად, ძალიან კარგია, რომ გერმანიის ხელისუფლებამ მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება ბატონი ფიშერის გაწვევასთან დაკავშირებით. უკვე არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდებოდა მისი ჩვენს ქვეყანაში ყოფნა. გერმანიის პირველი ელჩი იყო, რომელმაც დააზიანა ქართულ-გერმანული ურთიერთობები. მანამდე ეს ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა, გვქონდა ძალიან კარგი დინამიკა და ფიშერის პირობებში, ძალიან მძიმე ზიანი მიადგა ამ ურთიერთობებს. თუმცა ეს ურთიერთობები იმდენად ძლიერია, რომ მე დარწმუნებული ვარ, მისი გამოსწორება ძალიან მალე მოხდება. მთავარია, ღირსეული კაცი დაინიშნოს მომავალში გერმანიის ელჩად,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის 19 ოქტომბერს გაიწვია.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ