ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთის ნავთობის უმსხვილესი კომპანიების წინააღმდეგ მკაფიო გზავნილია იმისა, რომ ომის გახანგრძლივებასა და ტერორის გავრცელებას თავისი ფასი აქვს

აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთის ნავთობის უმსხვილესი კომპანიების წინააღმდეგ მკაფიო გზავნილია იმისა, რომ ომის გახანგრძლივებასა და ტერორის გავრცელებას თავისი ფასი აქვს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მიერ „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ დასანქცირებას.

მისი თქმით, ეს სრულიად სამართლიანი და დამსახურებული ნაბიჯია.

„სწორედ რუსეთზე ზეწოლა იქნება ეფექტური მშვიდობის მისაღწევად და სანქციები ამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს ძლიერი და საჭირო ნაბიჯია, რომ აგრესია პასუხის გარეშე არ დარჩება. მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის ალტერნატივა არ არსებობს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა. ასავე, დასანქცირებულია „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ 34 შვილობილი კომპანია.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!