შალვა პაპუაშვილი - გახარიას პარტიის დეპუტატებს ვურჩევ, უარესად სასაცილო მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებენ თავს საკუთარი განცხადებებით - ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს, ან არიან პარლამენტის წევრები, ან არ არიან

გახარიას პარტიის დეპუტატებს ვურჩევ, უარესად სასაცილო მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებენ თავს ისეთი განცხადებებით, რომ „პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, მაინც შევდივარ და ჩემი 8% არის ლეგიტიმური“ - ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს, ან არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ან არ არიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ გახარიას პარტიის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ პარლამენტში იმუშაონ, მაშინ „ნება იბოძონ და პატივი სცენ ქართველ ხალხს“.

„არაფერი გვითამაშია, რა დამოკიდებულებაც გვქონდა გიორგი გახარიასა და მისი გუნდის მიმართ წინა მოწვევის პარლამენტში, ამის შემდეგ რამე თუ გაუარესდა, თორემ გაუმჯობესებისკენ, რა თქმა უნდა, არაფერი არ წავიდოდა. ამის შემდეგ იყო ზუსტად არჩევნების არაღიარება, ბოიკოტი, პარლამენტში ნახევარი ფეხით შემოსვლა. ასე, რომ ახლა არ უნდა ელოდონ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ისე მოიქცევა, თითქოს არაფერი არ მომხდარა. ამიტომ, ჩვენ ჩვენი შეფასებები გვექნება. ერთადერთი, რასაც მათ ვურჩევ, ისედაც თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს პარლამენტში ნახევრად შემოსვლა-არ შემოსვლებით და ახლა შემოსვლებით, უარესად სასაცილო მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებენ ისეთი განცხადებებით, რომ „პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, მაინც შევდივარ და ჩემი 8% არის ლეგიტიმური“.

სისულელეს მიღმა მყოფი სასაცილო განცხადებებია იმიტომ, რომ ამაზე ვხედავთ საზოგადოებისგანაც კი რა რეაქციაა. დასცინიან მათ ასეთი განცხადებების გამო. ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს. ან არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ან არ არიან. თუ მათი გადაწყვეტილებაა, რომ იმუშაონ საქართველოს პარლამენტში, ქართველი ხალხის პარლამენტში, ნება იბოძონ და პატივი სცენ ქართველ ხალხს. ყველას, არა მარტო თავის ამომრჩეველს, არამედ ყველას. ნუ შეეცდებიან სასაცილო განცხადებების გაკეთებას.

გუშინ, რუსთავში მერობის კანდიდატი გახარიას პარტიიდან, საუბრობდა რაღაც ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობაზე. რუსთავში, მან პირადად, 2 500 ხმა აიღო და ჩვენ, მილიონ 107 ათასი ხმა მივიღეთ [ქვეყნის მასშტაბით]. 2 500 ხმის პატრონი, მილიონ 107 ათასი მხარდამჭერის მქონე პარტიას გველაპარაკება ლეგიტიმაცია-არა ლეგიტიმაციაზე. ამით იხდიან თავს სასაცილოდ. თუ უნდათ, რომ დასცინონ, კი ბატონო, გააგრძელონ ეს ხაზი. თუ უნდათ, რომ არ დასცინონ და მხოლოდ პოლიტიკური კრიტიკა იყოს, მაშინ ჯობია, რომ ამ სასაცილო ხაზს შეეშვან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი