თაზო დათუნაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის არდაჭერა ადასტურებს, რომ ამ სპექტაკლისეულ პროცესს მიზნად კორუფციასთან ბრძოლა არ აქვს - თვალყურს ვადევნებთ „ოცნების“ ერთი „კლანის“ მეორე „კლანზე“ გამარჯვების პროცესს

ირაკლი ღარიბაშვილის არდაჭერა ადასტურებს, რომ ამ სპექტაკლისეულ პროცესს სინამდვილეში მიზნად არავითარ შემთხვევაში არ აქვს კორუფციასთან ბრძოლა - თვალყურს ვადევნებთ „ოცნების“ ერთი „კლანის“ მეორე „კლანზე“ გამარჯვების პროცესს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინდულგენციებს ყიდულობს.

ირაკლი ღარიბაშვილის არდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ რაღაც სპექტაკლისეულ პროცესს სინამდვილეში მიზნად არავითარ შემთხვევაში არ აქვს კორუფციასთან ბრძოლა, რომელიც ენდემური სისტემური და ორგანული ნაწილია „ქართული ოცნების“ მმართველობის სისტემის. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ „ოცნების“ ერთი „კლანის“ მეორე „კლანზე“ გამარჯვების პროცესს და ახლა, სავარაუდოდ, რაღაც ინდულგენციებს ყიდულობს ღარიბაშვილი კონკრეტულ თანხებად და კონკრეტულ ქონებად,“ - განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, 22 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამასთან, როგორც სუს-ში აცხადებენ, გამოძიება მომდევნო დღეების განმავლობაში არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს ირაკლი ღარიბაშვილის ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა