მარია ზახაროვა აშშ-ის მიერ „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ დასანქცირებაზე - ეს ჩვენთვის რაიმე სახის განსაკუთრებულ პრობლემებს ვერ შექმნის - ჩვენმა ქვეყანამ დასავლეთის შეზღუდვების მიმართ ძლიერი იმუნიტეტი გამოიმუშავა

აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთს პრობლემებს ვერ შეუქმნის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ ცალმხრივი ზომების დაწესებას საწინააღმდეგო შედეგის მომცემად მივიჩნევთ. მათ შორის უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისას მოლაპარაკებების გზით პროგრესის მიღწევის თვალსაზრისით. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება ჩვენთვის რაიმე სახის განსაკუთრებულ პრობლემებს ვერ შექმნის. ჩვენმა ქვეყანამ დასავლეთის შეზღუდვების მიმართ ძლიერი იმუნიტეტი გამოიმუშავა და თავისი ეკონომიკური, მათ შორის პოლიტიკური პოტენციალის განვითარებას სრული თავდაჯერებულობით გააგრძელებს“, - განაცხადა ზახაროვამ.

მარია ზახაროვა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის მიღებასაც გამოეხმაურა.

„ეს სანქციები პირველ რიგში ევროკავშირის წინააღმდეგ მოქმედებს. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების თვალსაზრისით ბრიუსელის პოტენციალი მეტწილად ამოწურულია. რუსეთი იტოვებს უფლებას, რომ ევროკავშირის ნებისმიერ მტრულად განწყობილ ქმედებას თავისი ინტერესების შესაბამისად უპასუხოს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. ასავე, დასანქცირებულია "როსნეფტისა" და "ლუკოილის" 34 შვილობილი კომპანია.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა