ნათია თურნავა იპოთეკურ სესხებზე - უკვე გადაიდგა ნაბიჯები და კვლავ ვაგრძელებთ დეველოპერებთან ერთად რეგულაციების გადახედვას - შევხედავთ, მკაცრი მონიტორინგის ქვეშ შეიძლება თუ არა ნაკლებად რისკიანი პროექტების შემთხვევაში, ეს თანაფარდობა ოდნავ შემცირდეს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები და კვლავაც გრძელდება დეველოპერებთან ერთად რეგულაციების გადახედვა.

მისივე თქმით, „ამ მიმართულებას გარკვეული მხარდაჭერა სჭირდება, რადგან, საბანკო იპოთეკები ნიშნავს უფრო მეტ ზედამხედველობას, რისკების უკეთეს მართვას”.

„ჩვენ გავიზიარეთ დეველოპერების წუხილი ამ თვალსაზრისით, თუმცა, ჩვენი პირველადი საზრუნავი ეს არის ფინანსური სტაბილურობა და ზოგადად, ნებისმიერი და გაუთვლელი შერბილება ეს არ არის ჩვენი პრაქტიკა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეროვნულმა ბანკმა უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები და ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ დეველოპერებთან ერთად ჩვენი რეგულაციების გადახედვას. მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენი მხრიდან ამ კუთხით მხარდაჭერა იქნება.

დღეს ჩვენი რეგულაციები ითვალისწინებს ძალიან მკაცრ თანაფარდობას საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ რესურსს შორის დეველოპერებისთვის, ჩვენ შევხედავთ, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი მონიტორინგის ქვეშ შეიძლება თუ არა ნაკლებად რისკიანი პროექტების შემთხვევაში, ეს თანაფარდობა ოდნავ შემცირდეს”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს