ვანო წერეთელი - მოქალაქეების დაპატიმრების საფუძველი გზის გადაკეტვა არ არის, გუშინ პოლიციამ მოიტაცა ისინიც, ვინც ტროტუარზე იდგნენ - გუშინ კანონს არ უმუშავია, იმუშავა თავხედურმა და ძალაგადამეტებულმა პოლიციამ

ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ გამოხატვის უფლება წაგვართვას - ვაგრძელებთ ბრძოლას! უწყვეტი პროცესი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნდა, აუცილებლად გაგრძელდება! გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხალხი უკან დახევას არ აპირებს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, ვანო წერეთელმა „პალიტანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმუშავა „უზრდელმა პოლიციამ“.

„როგორც არ უნდა შეაფასოს ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, რაც არ უნდა მოიფიქროს და მოიგონოს, გუშინ კანონს არ უმუშავია, გუშინ იმუშავა უზრდელურმა, თავხედურმა და ძალაგადამეტებულმა პოლიციამ რუსთაველის გამზირზე. არსებობს კადრები, როგორ აპატიმრებენ, მანქანაში ტენიან ვაჟა გაფრინდაშვილს, ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს და ექიმს, რომელსაც აგინებენ - „შედი მანქანაში, შენი ექიმი...“ და მერე მოაყოლეს ამას უშვერი სიტყვები. ანუ ამ ადამიანებისთვის არ არსებობს არაფერი“, - განაცხადა ვანო წერეთელმა.

მისი თქმით, ეთანხმება მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას, რომ ორი საქართველო არსებობს: მოქალაქეები, რომლებიც თავიანთ ევროპულ მომავალს იცავენ და კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ძალაუფლებისთვის იბრძვიან.

„იმის ერთადერთი საფუძველი, რაც ჩვენ აქამდეც და გუშინ ღამეც ვიხილეთ დემონსტრანტების მხრიდან რუსთველის გამზირზე, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა საქართველოში დაასამაროს თავისუფლება. ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ დემოკრატიული გამოხატვის უფლება წაგვართვას. ამიტომ, ეს ადამიანები კონსტიტუციურ ჩარჩოში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ხმა ჩვენ შევინარჩუნოთ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, უწყვეტი პროცესი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნდა, აუცილებლად გაგრძელდება. გუშინდელმა დღემ კიდევ ნათლად დაანახა, რომ ხალხი უკან დახევას არ აპირებს“, - განაცხადა ვანო წერეთელმა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეთა დაკავებით პროტესტი არ სუსტდება და ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება. ვანო წერეთლის თქმით, აქციები უფრო მრავალფეროვანი უნდა გახდეს.

„ადამიანების დაპატიმრების მთავარი საფუძველი გზის გადაკეტვა არ არის. გუშინ პოლიციამ მოიტაცა და დააკავა ისინიც, ვინც ქუჩაში არ იდგენენ და იდგენენ ტროტუარზე. ამიტომ ჩვენ პოლიციის მიზეზებს ვერ გამოვიკვლევთ, როდის და რატომ დაიჭერენ ადამიანებს. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, ყოველდღიურად დავუპირისპირდეთ სრულიად ახალი მეთოდებით, კონკრეტულ მომენტში მიღებული გადაწყვეტილებით, თუ წინასწარ დაგეგმილი ხერხებით და სტრატეგიებით იმას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს“, - განაცხადა წერეთელმა.

გარდა ამ საკითხისა, მან ისაუბრა სუს-ის განცხადებაზე, რომლის თანახმად, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოკითხვისას „წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა“.

„სახელმწიფო სისტემა, რომელსაც აშენებს ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ე.წ. მაფია სახელმწიფო და ბატონი ღარიბაშვილის ეს აღიარებაც სწორედ ამის ნათელი დადასტურება და მთავარი არგუმენტია. ღარიბაშვილს არ უღიარებია მხოლოდ და მხოლოდ, ის, რომ თავად იყო კორუფციაში ჩართული, ან ერთხელ ვიღაცასთან კორუფციულ გარიგებაში შევიდა. მან აღიარა, რომ 2012 წლიდან, როდესაც ის იყო, პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი, თავდაცვის და ისევ პრემიერ-მინისტრი, ამ ხნის განმავლობაში ეს სისტემა მუშაობდა მხოლოდ ერთი მიმართულებით - ეს არის ბიძინა ივანიშვილის ფინანსური იმპერიის შექმნა, რომელიც დამყარებულია „შავი ფულის“ და კორუფციული სისტემით ფულის მოპოვებაზე“, - განაცხადა ვანო წერეთელმა.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათი, წელიწადში 365 დღე - ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოში უსაფრთხოების მხარდაჭერის მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
თბილისს ახალი ელეგანტური ადგილი შეემატა - „Royal Tbilisi“
ზღარბი დაბრუნდა - სწრაფი დაგროვებით და ახალი შეთავაზებებით