გიორგი ბარამიძე - გახარია არის ამ რეჟიმის გაგრძელება, დანამატი, ჩვეულებრივი „ქოცი“, რომელიც უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა დროებით თავისი ბანდიდან გამოაგდო და რომელიც კვლავ ამ ბანდაში დაბრუნებას ცდილობს

გახარია არის ამ რეჟიმის გაგრძელება, დანამატი, ჩვეულებრივი „ქოცი“, რომელიც უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა დროებით თავისი ბანდიდან გამოაგდო, და რომელიც კვლავ ამ ბანდაში დაბრუნებას ცდილობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა

მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებით სურს ასიამოვნოს ბიძინა ივანიშვილს და შეასრულოს მისი ანტურაჟის როლი.

„გახარია არის ამ რეჟიმის გაგრძელება, დანამატი, ჩვეულებრივი „ქოცი“, რომელიც უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა დროებით თავისი ბანდიდან გამოაგდო, და რომელიც კვლავ ამ ბანდაში დაბრუნებას ცდილობს, ატარებს იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც პირდაპირ აწყობს ამ უზურპატორ რეჟიმს, ამ კრიმინალთა რუსულ ბანდას. როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც ვამბობდით, სწორედ იმიტომ არ გაიუქმეს საპარლამენტო მანდატები, რომ ამ რეჟიმისთვის საჭიროების შემთხვევაში, თუ მათ გაუჭირდებოდათ და დაჭირდებოდა მიეცათ ანტურაჟი. ანტურაჟი თითქოს, ეს ე.წ. უკანონო პარლამენტი არის ლეგიტიმური. უნდათ, რომ ამის სურათი შექმნან, რასაც რა თქმა უნდა, ვერ მოახერხებენ, იმიტომ, რომ ამ რეჟიმის სახე და ბუნება ძალიან კარგად დაინახა ცივილიზებულმა სამყარომ. მას არ აღიარებს არც ქართველი ხალხი, არც ჩვენი დასავლელი მეგობრები, არც ევროკავშირი, არც ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და შესაბამისად, ვერავის ისინი ვერ მოატყუებენ. ნათელია, რომ გახარიას ამ „ქოცური“ ნაბიჯით სურს ასიამოვნოს ბიძინა ივანიშვილს და შეასრულოს მისი ანტურაჟის როლი“, -განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს