„საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

„საქართველოს ბანკი“, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა.

პროექტებს შორისაა საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები და მხარდაჭერილი ინიციატივები, რომელთა მეშვეობით, ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სწავლის დაფინანსება, როგორც ლოკალურ ასევე მსოფლიო დონის უნივერსიტეტებში დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში.

საქართველოს ბანკის სტიპენდია 21 პარტნიორ უნივერსიტეტში

ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საქართველოს ბანკი მესამე წელია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 350-ზე მეტი გამარჯვებული, ყოველწლიურად მათი რიცხვი კი კიდევ უფრო გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებს უნივერსიტეტები თავად არჩევენ, რაც მათ მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებზეა დამოკიდებული.

აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს stipendia.bog.ge

გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნა გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის, რომელიც ოთხი ადგილობრივი უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდენტებისთვის ქმნის სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამებზე აპლიკაციების მიღება 30 ნოემბრამდე მიმდინარეობს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს stipendia.bog.ge

ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით საზღვარგარეთ

იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სურთ, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ ბანკის სტიპენდია და მიიღონ სწავლისა და ცხოვრების სრული დაფინანსება.

სწავლა დიდ ბრიტანეთში - 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია. პროექტის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ რჩეულებს ასახელებს და მათ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს სრულად უფინანსებს.

პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 34 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

სწავლა ამერიკაში - 2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულებს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.

Fulbright-ის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი.

სწავლა გერმანიაში - კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკი, Miami Ad School-თან ერთად, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებში ყოველწლიურად ერთ გამარჯვებულს ავლენს.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის სტიპენდიატებს შესაძლებლობა აქვთ, ბერლინში, Miami Ad School Europe-ში Art Direction-ისა თუ Copywriting-ის ერთწლიან პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლონ.

ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 6 სტიპენდიატი.

თუ შენც გსურს, გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები ვებგვერდზე stipendia.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე!

(R)

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათი, წელიწადში 365 დღე - ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოში უსაფრთხოების მხარდაჭერის მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
თბილისს ახალი ელეგანტური ადგილი შეემატა - „Royal Tbilisi“
ზღარბი დაბრუნდა - სწრაფი დაგროვებით და ახალი შეთავაზებებით