ვოლოდიმირ ზელენსკი - შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, მათ შორის Tomahawk-ები, მხოლოდ აშშ-ში არ არის და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც აქვს, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს

შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, მათ შორის Tomahawk-ები, მხოლოდ აშშ-ს არ აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს ქვეყნებთან, რომლებსაც დახმარება შეუძლიათ.

„მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ყველაფერს, რაც უკრაინას ასეთი შესაძლებლობების მოპოვებაში დაეხმარება. ეს მნიშვნელოვანია. შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, მათ შორის Tomahawk-ები, მხოლოდ აშშ-ში არ არის და ისინი ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც აქვს. უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იმ ქვეყნებთან, რომლებსაც დახმარება შეუძლიათ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, „პუტინი ხვდება, რომ შორ მანძილზე მოქმედ იარაღს ომის მიმდინარეობის ცვლილება შეუძლია“.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დაპირება შეასრულონ.

„უკრაინამ მოლაპარაკებების კლასტერების გასახსნელად ყველაფერი გააკეთა. ბლოკადა ხელოვნურია და ჩვენ წინსვლისთვის გზა უნდა ვიპოვოთ. მოგიწოდებთ იპოვოთ გზა, რათა ევროკავშირმა დაპირება შეასრულოს, ისე როგორც უკრაინა ასრულებს ამას“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
ჩინეთის ელჩი საქართველოში - ჩინეთი ადგენს განვითარების გეგმას, რომელიც არასტაბილურ მსოფლიოს სიმტკიცეს შესძენს
„გორგიაში“ ნანატრი დღეები უკვე დაიწყო