ნათია თურნავა „ლუკოილის“ სანქცირებაზე - საფინანსო სექტორი განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს, სამი წელია, პრაქტიკულად, არცერთი დარღვევის შემთხვევა არ გვქონია - ამ შემთხვევაშიც ვიმოქმედებთ შესაბამისად, გართულება არ იქნება

ჩვენი საფინანსო სექტორი სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს - პრაქტიკულად, სამი წელია, არცერთი დარღვევის შემთხვევა არ გვქონია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ბრიტანეთის და აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილისთვის“ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, სანქციების რეჟიმის დაცვა არის ის, რასაც საქართველოს ბანკები დღემდე აკეთებენ და ამ თვალსაზრისით გართულება არ იქნება.

„თქვენ იცით, რომ საერთაშორისო სანქციების რეჟიმების შემოღების დღიდან, ჩვენი საფინანსო სექტორი განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს. უკვე სამი წელია, პრაქტიკულად, ჩვენ არცერთი დარღვევის შემთხვევა არ გვქონია. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ეს შედარებით ახალი გადაწყვეტილებაა, ჩვენი საფინანსო სექტორი და რეგულატორიც, ჩვენც ვიმოქმედებთ შესაბამისად. შევისწავლით, ვნახავთ და რასაკვირველია, სანქციების რეჟიმის დაცვა არის ის, რასაც აკეთებენ ჩვენი ბანკები დღემდე. ამ თვალსაზრისით რაიმე გართულება არ იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს