ადვოკატთა ასოციაციასა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა.

„შეთანხმება ითვალისწინებს ადვოკატთა ასოციაციის წევრობას ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოში, რაც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს სხვადასხვა სასტიპენდიო პროექტების განხორციელების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევთ.

შეთანხმების ფარგლებში ასოციაციის წევრები EPLO საგანმანათლებლო უმაღლეს დაწესებულებებში სხვადასხვა პროგრამაზე ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ.

მემორანდუმი, ასევე, მოიცავს სხვადასხვა საკვალიფიკაციო კურსს და ერთობლივ ღონისძიებას, სადაც ევროკავშირის სამართლის დარგის კვალიფიციური ექსპერტები იქნებიან ჩართულნი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს