ლაშა ფარულავა - ქურდი ქურდს სთხოვს, ფული მომიტანეო - ივანიშვილმა ყველას მოაპარინა, გასვარა და ახლა ეუბნება, ნახეთ, რას ვუკეთებ ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, ფარცხალაძეს - ყველა „ქოცი“ ხაფანგშია

სუს-ი და პროკურატურა ამტკიცებს, რომ კორუფციული მმართველობა იყო საქართველოში - ივანიშვილმა ყველას მოაპარინა, ყველა გასვარა და ახლა ყველას ეუბნება, ნახეთ, რას ვუკეთებ ღარიბაშვილს, ლილუაშვილს და ფარცხალაძეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ლაშა ფარულავას თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ივანიშვილის შურისძიება.

„ივანიშვილმა შექმნა სისტემა, სადაც ბიუროკრატია მდიდრდება ხალხის ხარჯზე. ბიუჯეტის ხარჯზე შეიქმნა „ქოცელიტა“, რეალურად, ეს არის ივანიშვილის სისტემა, რუსული ხაფანგი და დღეს აბსოლუტურად ყველა „ქოცი" არის ამ ხაფანგში. ივანიშვილმა გამოიყენა ხაფანგი იმისთვის, რომ დღეს მათ არ აქვთ თანაგრძნობის გამოხატვის უფლება, მხარდაჭერისა და სოლიდარობის უფლება. ვერც ირაკლი ღარიბაშვილზე, ვერც ლილუაშვილზე, ვერც ფარცხალაძეზე ხმას ვერ იღებენ. დღეს თუ ვინმე არის მონობის ნათელი მაგალითი, არის „ქოცელიტა“. ირაკლი ღარიბაშვილი მათთვის ლიდერი იყო, თუ მზე იყო ივანიშვილი, მთვარე იყო ღარიბაშვილი. თანაგრძნობის უფლება წართმეული აქვს ყველა „ქოცს“.

ეს არ არის სამართლებრივი პროცესი კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ეს არის ივანიშვილის შურისძიება ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძის და მათი მეგობრობის მიმართ. მოტივი რა არის? შიდა დაპირისპირებაა თუ ივანიშვილს სხვა საფრთხე აქვს და ფულის ამოღება დაიწყო ამ ჯგუფიდან, ამას ჩვენ დღეს ვერ გავიგებთ. თუმცა ფაქტია ის, რომ ეს ნამდვილად არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ივანიშვილის შურისძიება ამ სამეულთან დაკავშირებით. ეს არ არის პოლიტიკური დაჯგუფება, ეს არის ბანდიტური დაჯგუფება. ქურდი ქურდს სთხოვს ფული მომიტანეო. ივანიშვილმა ყველას მოაპარინა, ყველა გასვარა და ახლა ყველას ეუბნება, ნახეთ ღარიბაშვილს რას ვუკეთებ, ლილუაშვილს რას ვუკეთებ და ფარცხალაძეს რას ვუკეთებ“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა