მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - პოლიცია მოუწოდებს, გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტეს.

პარლამენტის წინ საპოლიციო კორდონი მოეწყო. სამართალდამცველები მოქალაქეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. მომიტინგეები კი მოწოდებას შეძახილებით ხვდებიან.

პარლამენტის მიმდებარედ საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შესაძლოა პოლიციამ დღესაც დააკავოს აქტივისტები, თუმცა გზის გადაკეტვა მნიშვნელოვანია.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა