დონალდ ტრამპი - კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება შეწყდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება შეწყდა ბოლო დროს გამოქვეყნებული სატელევიზიო რეკლამების გამო, რომლებიც აშშ-ის ტარიფებს აპროტესტებენ.

„მათი აღმაშფოთებელი საქციელის საფუძველზე, კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება ამით შეწყდა“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

მისი თქმით, რონალდ რეიგანის ფონდმა გამოაცხადა, რომ კანადამ თაღლითურად გამოიყენა ყალბი რეკლამა, რომელშიც რონალდ რეიგანი უარყოფითად საუბრობს ტარიფებზე.

„რეკლამა 75 000 დოლარი ღირდა. მათ ეს მხოლოდ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების გადაწყვეტილებებში ჩარევის მიზნით გააკეთეს. ტარიფები ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. მათი აღმაშფოთებელი საქციელის გამო, კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება ამით შეწყდა“, - აღნიშა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ონტარიოს პრემიერ-მინისტრმა დაგ ფორდმა ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ტარიფების საწინააღმდეგო მესიჯის შემცველმა რეკლამამ ტრამპის ყურადღება მიიპყრო. რეკლამაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი აკრიტიკებს უცხოურ საქონელზე დაწესებულ ტარიფებს და ამბობს, რომ ისინი სამუშაო ადგილების შემცირებას და სავაჭრო ომებს იწვევს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა