Bloomberg - ფრიდრიხ მერცი მოელის, რომ აშშ „როსნეფტის“ გერმანულ ბიზნესს სანქციებისგან გაათავისუფლებს

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, იმედი აქვს, რომ აშშ რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ გერმანული კომპანიებისთვის გამონაკლისს დაუშვებს და სანქციებისგან გაათავისუფლებს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

„ამას ამერიკელებთან განვიხილავთ. ვვარაუდობ, რომ „როსნეფტისთვის“ შესაბამისი გამონაკლისი დაიშვება“, - განუცხადა მერცმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, სინამდვილეში გაურკვეველია, სჭირდება თუ არა გერმანულ ბიზნესს, Rosneft Deutschland-ს გამონაკლისი, რადგან სანქციების თანახმად, „როსნეფტი“ ბიზნესის მინიმუმ 50% უნდა ფლობდეს. „ეს კი 50%-ია“, - დასძინა მერცმა.

ამასთან, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ხელისუფლება ცდილობს „როსნეფტის“ გერმანული შვილობილი კომპანიები აშშ-ის ახალი სანქციებისგან დაიცვას. სააგენტოს ცნობით, რამდენიმე ბანკმა უკვე განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციებმა შესაძლოა მათ ხელი შეუშალოს გერმანიაში რუსული ნავთობკომპანიის შვილობილ კომპანიებთან ბიზნეს ურთიერთობაში. გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტრომ Reuters-ს განუცხადა, რომ აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციები არ უნდა იმოქმედოს „როსნეფტის“ გერმანულ კომპანიებზე, რადგან ისინი სახელმწიფოს მიერ კონტროლდება.

Reuters-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს, გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ ფირმებსა და ბანკებს ნებას რთავს, მომავალი წლის მარტამდე გააგრძელონ თანამშრომლობა Rosneft Deutschland GmbH-თან და RN Refining & Marketing GmbH-თან, რომლებიც გერმანიის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არიან.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს