25 ოქტომბერს, „ლოკო პარკში” ჰენდპენის კონცერტი გაიმართება

25 ოქტომბერს „ლოკო პარკი” ჰენდპენის კონცერტს უმასპინძლებს. ორგანიზატორების ინფორმაციით, მსმენელის წინაშე მოყვარული მუსიკოსების გაერთიანება წარდგება, რომელიც საქართველოში ჰენდპენის განვითარების ერთ-ერთი პიონერია. შესრულდება როგორც იმპროვიზაციები, ასევე საავტორო მუსიკა.

„საღამოს მედიტაციური ჯემ სესიის სახე ექნება და „ლოკო პარკის” სივრცეში გაიმართება. მუსიკოსების თქმით, სიმწვანეში ჩაფლული მიტოვებული ქარხნის იდუმალი სივრცე იდეალურ გარემოს ქმნის ჰენდპენის ჰარმონიული ჟღერადობისთვის, რომელსაც ერთგვარი თერაპიული ეფექტი აქვს. საღამოზე დასწრება თავისუფალია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ღონისძიების შესახებ მეტი დეტალი და სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა